ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დღეისთვის არის დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების 12186 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 12097 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 83.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
“ფიქსირდება ინფიცირების ერთეული შემთხვევები. ნაკლებია ტესტირებების რიცხვიც. ეტყობა, ვისაც სიმპტომები ძალიან აწუხებს, ის მოდის გასატესტად, გრიპის სეზონია და საზოგადოების ნაწილი, ალბათ, ფიქრობს, რომ გაცივდნენ. თავისთავად, როცა მომართვიანობა ნაკლებია, ინფექციის დადასტურებაც და გამომჟღავნებაც ნაკლებია”,_ ამბობს მენაღარიშვილი.