ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 4607 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4480 ადამიანი, გარდაცვლილია 65.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 62 შემთხვევა, საიდანაც 25 პაციენტი კლინიკაში, 15 საკარანტინე სივრცეში, 22 კი ბინაზე მკურნალობს. იზოლაციაშია 19 ადამიანი.