ოზურგეთში კოვიდინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა ქალაქის ტერიტორიაზე ფიქსირდება, სოფლებში კი ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი. სხვა სოფლებთან შედარებით კი ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ნატანებშია გამოვლენილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8770 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7815 პაციენტი, გარდაცვლილია 80.