ოზურგეთში კოვიდინფიცირების 198 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.
“ინფიცირების შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. ეს განპირობებულია იმით რომ მიმართვიანობა შემცირებულია და ბევრ ადამიანს ჩვენს გარშემო უკვე გადატანილი აქვს ვირუსი. რეინფიცირების შემთხვევებს ველოდებით. ამიტომ რეკომენდანცია, რომ საჭიროა აცრა, ბუსტერდოზირება და განსაკუთრებით მკაცრად რეგულაციის წესების დაცვა, ძალაში რჩება”,_ ამბობს ელზა სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 20239 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 19099 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
[sexy_author_bio]