ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური დინამიკა კლებადია. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21584 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21414 შემთხვევა, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 74 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 29 კოვიდკლინიკაში, 45 კი ბინაზე მკურნალობს.