გურიის დაბლობში დღეს იწვიმებს, მაღალმთიან რაიონში მოთოვს. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ დღის მაქსიმალური ტემპერატურა +6, +8 გრადუსია მოსალოდნელი. 12 თებერვალს ღამით მოიმატებს ყინვა. დაბლობ რაიონში 0, -1 გრადუსი იქნება, მთიან და მაღალმთიან რაიონში -5, -10 გრადუსი, ხოლო დღისით +14, +16 გრადუსი. გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 13 თებერვალს კვლავ გაწვიმდება. მაღალმთიან რაიონში მოთოვს. 14 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს +10, +12 გრადუსამდე. შაბათ-კვირას კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]