გურიაში მომდევნო დღეების განმავლობაშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება 20 მარტის ჩათვლით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლის სახით. დროგამოშვებით, მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება -1, +2 გრადუსს შორის, დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ კი 20 მარტს შეიძლება +6-7 გრადუსს მიაღწიოს. ხვალ და ზეგ დაახლოებით +3-5 გრადუსი დაფიქსირდება. 20-22 მარტს შეიმჩნევა ნალექის ინტენსივობის კლება. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 9 გრადუსამდე, 22 მარტს კი 12 გრადუსამდე მოიმატებს. შემდეგ დღეებშიც არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, დაბლობში იწვიმებს, მთიან რაიონებში მოთოვს”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი: რუსა ოქრუაშვილი