„პირველ პაციენტს 14 დღიანი ვადა გუშინწინ გაუვიდა. ტესტმა აჩვენა, რომ კონცენტრაცია შემცირებულია, მაგრამ მაინც სუსტად დადებითი იყო და ჩაითვალა საჭიროდ, რომ მან გააგრძელოს ჯერ კიდევ კლინიკაში ყოფნა“,_ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმითვე, ვისაც კლინიკაში ყოფნის 14 დღიანი ვადა გაუვა, ტესტს ჩაუტარებენ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსიდა.
ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა ირანიდან.