საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემი stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა რაოდენობაა – 1306, მათგან გამოჯანმრთელებული – 1085, ხოლო გარდაცვლილი 17 ადამიანია.