ჩოხატაურში კოვიდინფიცირების ერთეული შემთხვევები კვლავ ფიქსირდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ჩოხატაურში კოვიდის ერთეული შემთხვევები კვლავ ფიქსირდება, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, როგორც კლინიკებში ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება უფასოა, რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებს, კოვიდ ინფიცირების დაფიქსირების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შეწყვეტა არ ხდება“, – ამბობს ნატო ჯიბუტი.
ავტორი