როგორც „გურია ნიუსი“ გუშინ წერდა, ლანჩხუთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას გურიის გუბერნატორმა, ზურაბ ნასარაიამ გააკეთა.
„მერი არის თვითიზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამჟამად არ აქვს სიცხე და სიმპტომები“,_ გვითხრა ნასარაიამ.