ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის ტაძრის იღუმენ ილარიონ ურუშაძეს უიშვიათესი (სტილის სინდრომი, მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი) ვირუსი დაუდგინდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა ილარიონს მეორე ჯგუფის უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდებოდა.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში და არამარტო გურიაში, ყველა, ვინც იცნობს თუ სმენია მამა ილარიონის შესახებ, შეწუხებულია უკეთილშობილესი მღვდლის ავადმყოფობით.
“გურია ნიუსმა” არაერთი შეტყობინება მიიღო. მამა ილარიონის კეთილისმსურველებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ.
ჩვენ დავუკავშირდით მამა ილარიონის ახლობელს, რომელმაც გვითხრა, რომ “უფლის წყალობით, სასწაული ხდება”.
“მამაოს დაუდგინდა უიშვიათესი ვირუსი. ახლა ახალი პრეპარატით დაიწყეს მკურნალობა და დაიწყო ცოტა შეშუპებამ ჩაცხრობა.































































