ჩოხატაურში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება.
შუასურების ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარეობს სტიქიის დროს დაზიანებული საუბნო გზების გაწმენდა.
ინფორმაციისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, სტიქიამ შუა სურებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გზას მოწყვიტა.
მერის წარმომადგენელი ზვიად ტრაპაიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
“ახლა ზუსტად იმ უბანში ვიმყოფებით სადაც სტიქიამ რამდენიმე ოჯახი გზას მოწყვიტა. გზა გახსნილია. ვმუშაობთ. მთავრობა გვეხმარება”,_ ამბობს ტრაპაიძე.
ავტორი