გურიის სამივე მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა სწავლა საკლასო ოთახში მიმდინარეობს.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მოსწავლეების დასწრების სტატისტიკა სკოლებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 1 თებერვალს გამოცხადდა მოსწავლეების 93 %, ხოლო 2 თებერვალს _ 95%.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ნინო ჩიტაძის მიერ მოწებული ინფორმაციით, ორშაბათს მოსწავლეების 83 % გამოცხადდა საკლასო ოთახებში, მეორე დღეს კი, სამშაბათს 86% მივიდა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა შორენა სიხარულიძემ შემდეგი სახის მონაცემები მოგვაწოდა:
“გვქონდა მოლოდინი, რომ მშობლები ბავშვებს სკოლაში არ გამოუშვებდნენ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ორშაბათს 97% იყო მოსწავლეების დასწრება და სამშაბათს კი _ 96%“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სკოლებში 14 405 ათასი მოსწავლე სწავლობს.