შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს გურიაში 339 ადამიანი შეამოწმეს, მათგან 205 დადებითი შედეგი დაფიქსირდა.
შემოწმებულ ადამიანებს შორის 18 წლამდე ასაკის 1 მამაკაცი, 18-24 წლის 62 მამაკაცი, 25-44 წლის 186 კაცი და 1 ქალი, 45-60 წლის 75 კაცი და 1 ქალი, 60 წელს ზევით 12 კაცი და 1 ქალია.
შემოწმებულ ადამიანებს შორის დადებითი შედეგის მქონე პირებს შორის 18-24 წლის 40, 25-44 წლის 115, 45-60 წლის 47, ხოლო 60 წელს ზემოთ მყოფი 3 მამაკაცია.