მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, გურიაში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 65 ადამიანი შეამოწმა, რომელთაგან 33-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შემოწმებულ 65 ადამიანებს შორის 18-24 წლამდე ასაკის 3 მამაკაცია, რომელთაგან დადებითი შედეგი 1-ს აღმოაჩნდა. 25-44 წლამდე ასაკის ადამიანებში 29 მამაკაცი შეამოწმეს. მათგან 11 დადებითი პასუხის მქონეა. 45-60 წლის ასაკის შემოწმებულ 26 მამაკაციდან დადებითი შედეგი 16-ს, ხოლო 60 წელს ზემოთ შემოწმებული 7 მამაკაციდან, დადებითი შედეგი 3-ს აქვს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გურიაში, 225 ადამიანი შეამოწმეს, საიდანაც ნარკოტესტზე დადებითი პასუხი 139 პირს აღმოაჩნდა.