საპენსიო სააგენტომ ნოემბრის თვის საინვესტიციო შედეგების მიმოხილვა გაასაჯაროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში საპენსიო სააგენტოს დაგენერიებულმა ჯამურმა ამონაგებმა 804.9 მლნ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია, ნოემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ (+9.2% წინა თვესთან შედარებით). ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით).
პორტფელების მიხედვით ნოემბრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.91%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.16%
• დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.32%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.57%
• დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 2.49%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.74%