საქსტატმა საფოსტო და საკურიერო საქმიანობის საწარმოთა გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,9 მლნ ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგის მიხედვით საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 60,9% ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, ხოლო 25,6% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის.
2020 წლის განმავლობაში საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ გაგზავნილია 5350.1 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 3389.4 ათასი ამანათი.
2020 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა – 4,3 ათასი კაცია. მათ შორის 1156 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.
[sexy_author_bio]