სამტრედიელი მხედარი, ვარდენ კიკაჩეიშვილი გუშინ ტრადიციულ საცხენოსნო ტურნირს ტრამვის გამო გამოეთიშა. მხედარი იმ დროს დაშავდა, როცა 2000 მეტრ გარბენზე, დოღში სუფთა სისხლის ჯიშის ცხენით გრანპრის მოპოვება სურდა. ცხენების შეტაკების შედეგსდ მხედრებიც დაშავდნენ. კიკაჩეიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში გადაიყვანა, სადაც დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს.
,,გურია ნიუსი” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, დავით ბახტაძეს დაუკავშირდა.
,,ვარდენ კიკაჩეიშვილი ქუთაისში გადაიყვანეს გუშინ, ფეხი აქვს მოტეხილი, ოპერაცია გაუკეთეს, კარგად და მხნედაა”, _ გვითხრა ბახტაძემ.