ბოლო ინფორმაციით, ლანჩხუთში, სოფელ წყალწმინდაში მომხდარი ავარიის შედეგად 18 პირი დაშავდა. მათგან 14 პირი ფოთის “ევექსის”კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს სხვადახვა სახის დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება დანარჩენ 4 დაშავებულს, ისინი ქობულეთის “ევექსის”კლინიკაში არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, სოფელ წყალწმინდაში რამდენიმე საათის წინ, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილი მოსრიალდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.