ვერძი
ენერგიული, გონებამახვილი. მზადაა ნებისმიერთან განიხილოს ყოველი პრობლემა. მათ საუბარი ყველაზე კარგად ეხერხებათ.
კურო
თუ თქვენ იცით ვინმე, ვინც ანგელოზის მოთმინებით, მთელი დღის განმავლობაში ზის ნათესავის ბავშვთან ერთად და პარალელურად მნიშვნელოვან მოხსენებას წერს, სავარაუდოდ ეს ადამიანი კუროა. მას შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ, დღისითაც და რამითაც.
ტყუპი
ტყუპებთან არასოდეს მოიწყენ. მათზეა ნათქვამი: “ფიგარო იქ, ფიგარო აქ”. ისინი კურსში არიან ყველანაირი სიახლეების და ყველა ახალი საინტერესო ადგილები იციან.
კირჩხიბი
მეოცნებე, ჰაეროვანი და ფრთხილი. მისი მოტყუება შეუძლებელია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. ახლადგამომცხვარი ნამცხვრის სურნელი და სულისშემძვრელი საუბრები ჭიქა ჩაისთან – აუცილებელი რეპერტუარია კირჩხიბისთვის.
ლომი
სადაც ლომია, იქ ყველაფერი კარგადაა. მასთან ერთად თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობ. ლომი ყოველთვის იდეალურ ადგილს არჩევს გართობისთვის.
ქალწული
ქალწული წარმოუდგენლად ყურადღებიანია ახლობლების მიმართ. ის საუკეთესო მეგობარია. არასოდეს მიგატოვებს გასაჭირში.
სასწორი
შეუძლებელია არ შეამჩნიო ქალი-სასწორი, როდესაც ის საზოგადოებაში გამოჩნდება. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ამ ქმნილებას ანგელოზმა აკოცა. მისი ენერგეტიკა ძალიან მიმზიდველია. მათ აქვთ უნარი თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რადგან ყოველთვის პოულობენ კომპრომისს. მათ იმდენად უნდათ, ყველა ბედნიერი იყოს, რომ ხშირად საკუთარ თავსაც აყენებენ ზიანს. რბილი, ნაზი სასწორი ხელოვნებით და სილამაზითაა მოცული, რომელიც მათ შინაგან სამყაროს ჰარმონიით და სიყვარულით ავსებს.
მორიელი
მორიელი გამოირჩევა გულწრფელობით და ამაღლებული ემოციურობით. მათ არ შეუძლიათ ცრემლების გარეშე უყურონ უპატრონო ლეკვს. ის აუცილებლად მოუძებნის მას პატრონს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მუდმივად ბავშვია. ის გახსნილია სამყაროსთვის. უყვარს ზღაპრული ისტორიები და სავსეა სპონტანური იდეებით. მასთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა.
თხის რქა
მორცხვი და მგრძნობიარე თხის რქა მამაკაცების ყურადღებას იპყრობს. ზოგს ჰგონია, რომ ის ამაყი და თავდაჯერებულია, ზოგი ფიქრობს, რომ ჩაკეტილია. სინამდვილეში, ის ძალიან რბილი ხასიათის, მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც ელის, რომ ოდესმე ვინმე გაიგებს მის ფაქიზ სულიერ სამყაროს.
მერწყული
თუ ვინმე მოულოდნელად წამოიძახებს სამსახურში: “იქნებ შევუკვეთოთ სუში და ყველაფერი ჯანდაბაში გავუშვათ?” – ის მერწყული იქნება. ისინი ყველაფერში “პლუსებს” ეძებენ და პოულობენ კიდეც.
თევზები
მას საოცარი ინტუიცია აქვს. ის თითქმის ყოველთვის ზუსტია და ისწრაფვის, სამყარო უკეთესი გახადოს.