9 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება და მცირე ნალექია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
„დასავლეთ საქართველოს მთასა და ბარში ამაღამ თოვლჭყაპია ნავარაუდევი. ხვალაც ნალექია მოსალოდნელი, უფრო წვიმის სახით. ხვალ ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4 +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 დეკემბრიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც 16 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა მოიმატებს. ჰაერის ტემპერატურა +5 +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი.
რაც შეეხება დედაქალაქს, ამაღამ თოვლჭყაპია მოსალოდნელი. ხვალ კი ნალექი უფრო წვიმის სახით. ნალექია მოსალოდნელი ასევე 9 დეკემბრიდან აღმოსავლეთში“,_ამბობს ნიორაძე.