ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ამ დრომდე რჩებიან ბუკნარში მცხოვრები მუსლიმთა თემის წარმომადგენლები.
როგორ შეიძლება არსებული უთანხმოების მოგვარება და შედგა თუ არა მოლაპარაკება გუშინ გამართულ შეხვედრაზე, _ ამ საკითხის შესახებ “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელს ქვენობნის თემში დავით კვაჭანტირაძეს ესაუბრა.
კვაჭანტირაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებით არის შესაძლებელი.
„პრობლემის გადაჭრა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკებით. გუშინდელ შეხვედრაზე მოლაპარაკებას ორივე მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იცოდნენ თუ არ იცოდნენ, ვინ მოდიოდა შეხვედრაზე, მე ამაზე პასუხს ვერ გავცემ.
შეთანხმება შედგა იმაზე, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა თანაცხოვრება, გაგრძელდებოდა ლოცვა იმ სახლში, სადაც ლოცულობდნენ ბუკნარელი მუსლიმები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებს დღევანდელ რეალობას და სხვა მოთხოვნები აქვთ. რამდენადაც ვიცი, ითხოვენ შეთანხმების დოკუმენტალურად გაფორმებას და ამას იურისტებთან უნდა კონსულტაცია, სიტყვიერი შეთანხმება ნადვილად შედგა გუშინ“,_ გვითხრა კვაჭანტირაძემ.