გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი იყოს, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ალბათ თვის ბოლომდე გააკეთებს.
„არ გეტყვით, თქვენ რაც გინდათ. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როცა განცხადება გასაკეთებელი მექნება, ამ განცხადებას გავაკეთებ. როგორც ჩანს, თქვენ ჩემზე მეტი იცით. რისი თქმაც მინდა, იმას იმ დღეს გეტყვით, როცა მე გადავწყვეტ. ყველას დაგიბარებთ და გეტყვით. ბრიფინგების გამოცდილება მაქვს და ბრიფინგს ჩავატარებ. განცხადებას ალბათ ამ თვის ბოლომდე გავაკეთებ. მეტს არაფერს გეტყვით. დათანხმებაზე საუბარი არ არის. მე ჩემს გადაწყვეტილებას ვიღებ. გითხარით დღეს სათქმელი, რაც მაქვს. ყველა კითხვაზე პასუხს მერე გაგცემთ. თუ-ებზე არასოდეს ვლაპარაკობ”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.