ოზურგეთში, მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში, 5G ინტერნეტის ჯიხური დაიდგა, რასაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს. როგორც მოსახლეობა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ისინი ჯიხურის დადგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდნენ.
“არ გვინდა დასხივება და ეს ჯიხური. როგორც ჩუმად დადგეს, ისე აიღონ!”_ ამბობს მოსახლეობა.
“გურია ნიუსი” აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას მეოთხე საჯარო სკოლაში შეეცადა. როგორც სკოლაში გვითხრეს, ჯიხური უნებართვოდ არ ჩაუდგამთ, თუმცა, ისინი არ აკონკრეტებენ, რომელ კომპანიას ეკუთვნის 5G ინტერნეტის ჯიხური.
“როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, სკოლის ეზოში 5G ინტერნეტის ჯიხურის არსებობა მოსახლეობის ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. აქედან მომხმარებელზე გადანაწილდება ინტერნეტი”, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლაში.
“გურია ნიუსი” დეტალებს ამ წუთებში არკვევს და მალე შემოგთავაზებთ.