“როგორც იქნა, გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ, რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.
“როგორც იქნა, გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ, რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს. აგერ, ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვე დაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვნეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ “იავნანას” მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია”, _ წერს ბურჭულაძე