„აშკარად დამაკლდა მისი მხრიდან საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე,“ – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლას აფასებს.
“როგორც იქნა, პრეზიდენტი საუბრობს იმ რეალობაზე, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი. მან ისაუბრა, რომ ხელისუფლება თვით იზოლაციას ახდენს და თავის თავში ჩაიკეტა.
მაგრამ მე აშკარად დამაკლდა მისი მხრიდან საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე. დანაკლისი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში,“ – განაცხადა მელიამ.
rustavi2.ge