“როგორც პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ივანიშვილმა ის 93 დეპუტატი”, _ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიას სასამართლოს მიერ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამოეხმაურა.
უგულავას თქმით, მოქალაქეების მხრიდან იმდენად დიდი აღშფოთება იქნა გამოთქმული, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.
“დღეს ამ ხალხმა თვალებში როგორ უნდა შეხედოს საზოგადოებას. გუშინ იგივე მტკიცებულებები დაგიხვედრეს აი ის რაღაც ფარატინა ქაღალდი და თქვენ 93-ვე დეპუტატმა ადექით და ადამიანი, თქვენი კოლეგა მიაჭირეთ ხელი და გაუშვით ციხეში. თქვენი კოლეგა თქვენი მხრიდან ციხეშია გაშვებული, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. 93 პოლიტიკური გვამი დევს დღეს უმრავლესობაში პარლამენტში. როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ბიძინა ივანიშვილმა ის 93. მონობის ტესტი თქვენ ჩააბარეთ მაგრამ ხვალიდან როგორ უნდა გააგრძელოთ საქმიანობა ეგ მიკვირს,“ _ განაცხადა გიგი უგულავამ.