საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ სამყაროს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოშვებული “რკინის ფარდისა” და ქვეყანაში მძვინვარე ინფორმაციული შიმშილის გამო, უცხოელი მუსიკის ვარსკვლავების შესახებ უამრავი ლეგენდა იქმნებოდა.
ხშირად მცდარი ინფორმაცია პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით ვრცელდებოდა. არცთუ იშვიათად მისი პირველწყაროც თავად საბჭოთა ოფიციალური მედია იყო.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, როჯერ უოტერსმა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ყურებისას იტირა.
ამ ლეგენდის თანახმად, როდესაც როჯერ უოტერსს თენგიზ აბულაძის ფილმი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” უნახავს, სესილია თაყაიშვილის პერსონაჟს მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია. ცნობილ მუსიკოსს ცრემლი წამოსვლია და სურათის დასრულების შემდეგ, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების წიგნიც კი წაუკითხავს.
შედეგად, როჯერს სესილიას ფოტო “პინკ ფლოიდის” კომპოზიციაზე Money გადაღებულ ვიდეოში ჩაუსვამს (სესილიას სახე 02:06 წუთიდან კლიპში მართლა მოჩანს). სხვათა შორის, ეს ამ ჯგუფის შემოქმედებაში საქართველოსთან კავშირის მქონე ერთადერთი ნამუშევარი არ არის. ფილმში თჰე ჭალლ პინკი ტელევიზორში თბილისის “დინამოსა” და იენის “კარლ ცეისს” შორის თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩს უყურებს.
წყარო: popmusic.ge




































































