ტყუილად ნუ მწერთ, მე მაინც არ მჯერა, რომ ერთუჯრედიანი ალტ ინფო თუ რაღაც ბოდვა და ე.წ, შავრაზმელ მმკ სგან იმართებოდეს საპატრიარქო… არ მჯერა და მორჩა… როგორც კი ჩამოვალ, თუ ოდნავ ჩემი მიდგომა შემეცვალა და ეჭვი შევინატე, მუხლზეც დამხობილები რომ მევედრებოდეთ, თავად არ დავრჩები ასეთ ეკლესიაში, მაგრამ ვიქნები სასულიერო პირი და ან საბერძნეთის ეკლესიას, ან უკრაინას მივადგები!…
ეს არის ჩემი პასუხი, იმ წერილებზე და გაფრთხილებებზე, რასაც ცოტას ვკითხულობ და ბევრს ვშლი!…
მადლობა!.. – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ რომ სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს პეტრე კოლხისთვის დროებით ყოველგვარი მღვდელმსახურების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.