https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო…“

10:59; 29.10.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი გმირები გამოჩენილი ქართველი მწერლები იქნებიან. ისტორიამ მათ შესახებ არაერთი მოგონება შემოგვინახა. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია და დღეს ამ „დანაკლისის“ ნაწილობრივ აღდგენას შევეცდებით.

ილიკო ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა იყო,  მაგრამ ბავშვობიდან თანშეზრდილსა და თანატოლ დედის ძმას მისი მეგობარი უფრო ეთქმოდა. ერთ კლასში სწავლობდნენ და ერთ მერხზე ისხდნენ.

გენიალური პოეტი თანამედროვეთა შორის კვიმატი ენით იყო ცნობილი. ბარათაშვილის მწარე ენის ადრესატი და მისი ოინების „მთავარი გმირი“ ილიკო ორბელიანი არაერთხელ გამხდარა. ერთხელ თბილისელი ლამაზმანების გარემოცვაში მყოფი ილიკო ისე გააპამპულა, რომ გამწარებულმა ბიძამ საყვარელი დისწული დუელში გამოიწვია. ამით ბარათაშვილს კიდევ ერთი ოინის მოწყობის საშუალება მისცა, რომელშიც პოეტმა მთელი მისი სამეგობრო ჩართო. გადაწყვიტეს, დამბაჩები ფუჭი ტყვიებით დაეტენათ. დანარჩენი კი პოეტის ფანტაზიას მიანდეს.

დაინიშნა დუელის დღე. „სეკუნდანტებმა“ თავიანთი ადგილი დაიკავეს, ხოლო დუელანტი ნათესავები ბარიერთან დადგნენ. ილიკომ დისწულს განგებ ააცილა. გაისმა სროლის ხმა და ბარათაშვილი მოცელილივით დაეცა. ილიკო ორბელიანი ახლაღა მოეგო გონს. თავში ხელი იტაცა, – ნუთუ შეცდა?! მიწაზე უძრავად მწოლიარე დისწულს მივარდა. ცრემლმომდგარი გულში იკრავდა „უსულო ცხედარს“. თუმცა გარეგნულად სისხლის კვალს ვერსად ამჩნევდა. ხელით უსინჯავდა მთელ სხეულს. უცებ ხელი ბარათაშვილის ქურთუკის ჯიბეზე მოუხვდა და ყურში ჩაესმა: „ჯიბიდან ხელი აიღე, შიგ ქიშმიში მიყრია და არ ამომაცალო“. ჯერ გაოგნდა ილიკო, შემდეგ თვალგახელილი და მოცინარი ბარათაშვილი რომ დაინახა, სიხარულისგან  ატირდა, ხოლო როდესაც მის სმენას ირგვლივ მყოფთა ხარხარი მისწვდა, მიხვდა, რომ მორიგი ოინის მსხვერპლი გახდა. ხელი ხმალზე იტაცა და ალბათ, მართლა მოკლავდა, რომ არ გაეკავებინათ.

ვაჟა-ფშაველას ძალიან უყვარდა დროსტარება. ვაჟას დარად არც ილია იყო გულგრილი დროსტარების მიმართ. ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე საგურამოში, თან წესად ჰქონდა, მისი ოჯახიდან ფზიზელი არავინ უნდა გამოსულიყო. ერთ-ერთ ილიაობაზე ვაჟა-ფშაველაც მოხვედრილა და შეზარხოშებულა თუ არა შინ წასვლა მოუნდომებია – ვაჟამ სმაში ზომა იცოდა.  ვინ არ მიუსვა ილიამ, რომ დაეთროთ, მაგრამ ფშაველი რის ფშაველი იყო, სიტყვას რომ გადასულიყო. წასასვლელად გამზადებული ვაჟა გარეთ გამოსულა და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. ტორტმანებს.

გულიანად გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო… და იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა.

ერთხელ აკაკი წერეთლის მამას შავი ქვისა და მარგანეცის მოპოვებით დაინტერესებული ფრანგები ეწვივნენ. მათ მიწის ყიდვა სურდათ. როსტომ წერეთელმა კარგად მიიღო სტუმრები, უმასპინძლა, მაგრამ როცა საქმე მიწის გადაფორმებაზე მიდგა, არაფრით საბუთს ხელი არ მოაწერა. ეს პროცედურა მას დამამცირებლად მიაჩნდა: „ხელს ვერაფერზე მოვაწერ, სიტყვა ვუთხარი, ულვაშზე ხელი გადავისვი და მეტი რაღა საბუთი უნდათ?“ – გაიძახოდა გაბრაზებული თავადი.

პაოლო იაშვილი ყოველთვის რუსთაველის გამზირის გავლით ბრუნდებოდა სახლში მწერალთა კავშირიდან. პიონერთა სასახლეს რომ გაუსწორდებოდა, გვერდს არასდროს უქცევდა ერთ გრძელთმიან მოხუცს, რომელიც ტროტუარზე იჯდა, წინ უზარმაზარი ქუდი ედო და მოწყალებას ითხოვდა.

– როგორ გიკითხოთ, დიდო პოეტო, რით გაგვახარებთ, ახალი შედევრი ხომ არ შეგიქმნიათ? – ჰკითხავდა მოხუცი პაოლოს და გაუღიმებდა.

პაოლო, მოხუცს ყოველთვის ვერცხლის მონეტას უგდებდა ქუდში, შემდეგ ახალ ან რომელიმე ძველ ლექსს წაუკითხავდა  და ასე აგრძელებდა გზას. ერთ დღეს მოხუცთან მისულ პოეტს მოწყალების მთხოვნელმა მორიგი ფრაზა უთხრა. პაოლომ ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დიდი პოეტი შეწუხდა. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მოხუცს გვერდით მიუჯდა. წინ მისი უზარმაზარი ქუდი დაიდო და ასეთ ფრაზას ამბობდა: მოწყალება გაიღეთ ღარიბი პოეტისთვისო… გამვლელ-გამომვლელებმა, რომლებმაც იცნეს პოეტი, ათ წუთში ვერცხლის მონეტებით აავსეს უზარმაზარი ქუდი. პაოლომ ეს ქუდი პატრონს დაუბრუნა. თავად კი პიონერთა სასახლის კიბეებზე დადგა და ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ ლექსებს უკითხავდა მოწყალების გამღებ მოქალაქეებს. ეს იმპროვიზებული პოეზიის საღამო იმით დასრულდა, რომ თბილისელებმა სახელოვანი ქართველი პოეტი მქუხარე ტაშით გააცილეს შინ.

ერთხელ, ერთ ბოჰემურ სუფრაზე კალმის კორიფეები – კონსტანტინე გამსახურდია და გოგლა ლეონიძე მოხვდნენ. წითელ ღვინოსა და ნაირ-ნაირ კერძებს, სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერებიც ახლდა თან, რომლებსაც დიდებულად ასრულებდნენ მოქეიფე მომღერლები. გამსახურდია კი მეგრული სიმღერების დროს თავადაც ღიღინებდა… შუა ქეიფისას შემთვრალმა გოგლა ლეონიძემ გამსახურდიას უთხრა:

– კოწია, მეგრელები ასეთი ლაღი, მხიარული ხალხი  ხართ, სიმღერები კი ნაღვლიანი გაქვთ. ჩვენ, კახელებს ყველა ოხერმა გადაგვიარა, მაგრამ ჩვენი სიმღერები ბევრად მხიარულია თქვენზე. რატომ, რას გლოვობთო?

კონსტანტინე გამსახურდიამ თვალი თვალში გაუყარა დიდ პოეტს და მიუგო:

–  იმას ვგლოვობთ და იმიტომ გვაქვს ნაღვლიანი სიმღერები, გოგლა, ძმაო, რომ თქვენ ყველა ოხერმა გადაგიარათო…

ცნობილი სახალხო მთქმელი, ალექსი ჭინჭარაული, ერთხელ განათლების სამინისტროს მოსაცდელში თავის რიგს ელოდა. თუმცა, იქ მასზე ადრე ერთი მოკლეკაბიანი, დეკოლტირებული გოგონა შევიდა და… არა და აღარ გამოვიდა უკან. შეწუხებულმა ჭინჭარაულმა კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, მოსაცდელი დატოვა. მინისტრს კი ბარათი დაუტოვა ექსპრომტად, სადაც ეწერა:

„განათლების დირექტორო,

ვის გიხმობენ „პრასვეტიტელს“,

დღისით, მზისით „პასეტიტელს“,

რატომ იღებ ასე ტიტველს.“

ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზატოვი და ირაკლი აბაშიძე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ირაკლი აბაშიძე გამზატოვს მის მშობლიურ აულში ესტუმრა. რასულმა ის საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში, გზაში კი მანქანა გაუფუჭდა. გამზატოვმა თავადვე შეაკეთა მანქანა, მაგრამ ხელები გვარიანად დაისვარა. რომ მივიდნენ, რასულს ცოლმა ჭიშკართან (წესისამებრ) ხელ-პირის დასაბანი წყალი, პირსახოცი და საპონი მიაგება ახალმოსულებს.

– საპონი არ მინდა, მხოლოდ წყალი დამისხი, – უთხრა გამზატოვმა ცოლს.

ირაკლი აბაშიძემ რომ გაქათქათებულ პირსახოცს შეავლო თვალი, მეგობარ მასპინძელს ჩვეულებრივი ენაკვიმატობით უთხრა:

– საპონი შენ კი არა, პირსახოცს უნდა, რასულ, ძმაოო…

ერთი მოქალაქე გადაეკიდა გალაკტიონს:

– იცი, მე ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი. ჰგავხარ, – დაუდასტურა გალამ.

– რითი ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით.

– კიდევ, კიდევ?

– წვერ-ულვაშით.

– მაშ, ლექსებს მეც ვწერ და რაღა მაკლია ილია ჭავჭავაძეობამდე?

– ტყვია – შუბლში! – უპასუხა გალაქტიონმა.

ერთხელ მწერალთა კავშირში წითელი აგიტატორი მივიდა, რომელიც ათეისტურ ლექციას ატარებდა და ასე ამტკიცებდა ღმერთის არარსებობას:

– დაფას ხომ ხედავთ? – ჰკითხა ათეისტმა მწერლებს.

– დიახ, – იყო პასუხი.

– ესე იგი, ის არსებობს, – ბრძნულად დაასკვნა ათეისტმა და შემდეგ შეკითხვაზე გადავიდა:

– ღმერთს ხედავთ?

– არა, – იყო პასუხი.

– ესე იგი, ის არ არსებობს, – თქვა ათეისტმა.

ნოდარ დუმბაძემ, რომელიც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ათეისტს სიტყვა გააწყვეტინა და მწერლებს ჰკითხა:

– ჩვენ სტუმარს ხედავთ?

– ვხედავთ, – იყო პასუხი.

– მის ტვინს?

– ვერა, – უპასუხეს მწერლებმა.

– ესე იგი, მას ტვინი არ აქვს, – იუმორით დაასკვნა ნოდარმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ვაჟა ფშაველა
გაზიარება46Tweet29Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

09:44; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

09:43; 21 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20 დეკემბერი, 2025

"ისრაელმა შეიძლება აიძულოს ყველა, მიიღონ ზომები" - ირანის პრეზიდენტი

"ხანგრძლივი ომი იქნება" - ისრაელის სახმელეთო ჯარი ღაზას სექტორში

ყველა სიახლე

ფინანსები

შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად სასტუმრო ტელეგრაფში

14:33; 22.12.2025
ფინანსები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

14:17; 22.12.2025
საზოგადოება

ლაშა აბაშიძე: რკინიგზის  მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედებისთანავე სატრანზიტო დრო შემცირდება

14:12; 22.12.2025
მსოფლიო

მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

14:05; 22.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI-ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება

13:40; 22.12.2025
მსოფლიო

უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

13:27; 22.12.2025
საზოგადოება

გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა _ ვის დაუბრუნებენ ჩამორთმეულ მართვის მოწმობებს

12:44; 22.12.2025
საზოგადოება

ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

12:26; 22.12.2025
ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22.12.2025
საზოგადოება

უბედური შემთხვევა დიღომში – რა გახდა 25 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

11:33; 22.12.2025
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

10:53; 22.12.2025
მსოფლიო

კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

10:46; 22.12.2025
საზოგადოება

როგორი ზამთარი იქნება წელს საქართველოში

10:02; 22.12.2025
საზოგადოება

დღეიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება – ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში

9:56; 22.12.2025
სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო