ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკანონმდებლო ორგანოში პირბადით გამოჩნდა. დეპუტატმა „ქართული ოცნება“ ვირუსს შეადარა, რომელიც გადამდებია.
გოცირიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ამ ვირუსისგან თავი დაიცვან.
„მათ თქვეს, ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო , ვიწყებთ ჩახუტებას და მოფერებასო, ხალხის პრობლემების გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ფაქტობრივად, მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც უნდა ჩამეხუტოს, არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეარხიდან.
ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას ასხივებს, ამიტომ გირჩევთ, არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველის და მოქმედებს, როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო“, _აღნიშნა გოცირიძემ.