უკრაინულმა ჟურნალმა “Новое Время”-მ გამოაქვეყნა 2020 წლის გავლენიან უკრაინელთა ასეული.
რეიტინგში პირველ ადგილზე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკია; მეორეზე _ მილიარდერი და უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანი რენატ ახმეტოვი; მესამეზე _ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს; მეოთხეა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი; მეხუთე _ პუტინის ნათლია, მე-9 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ვიქტორ მედვედჩუკი; მეექვსე _ოლიგარქი იგორ კოლომოისკი; მეშვიდე _ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო…
ამ სიაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი მოკრძალებულ, 59-ე ადგილს იკავებს.