ვერძებს ასტროლოგები ბუნებრივი სურნელების არჩევას ურჩევენ: მინდვრის ბალახების, ნაძვის წიწვებისა და ხის მერქნის სუნის შემცველ სუნამოებს.
კუროებს ურჩევენ კლასიკურ პარფიუმს, რომელიც ძვირფასი ხილის სურნელითაა გაჟღენთილი.
ტყუპებს გამჭვირვალე, მსუბუქი, ქორფა არომატის შემცველ სუნამოს ურჩევენ.
კირჩხიბის მიერ არჩეულ სუნამოს ზაფხულის ყვავილების, ტყეებისა და მინდვრის სუნი უნდა დაჰკრავდეს.
ლომების მიერ შერჩეული პარფიუმი გამოუცნობ, გამორჩეულ მძაფრ სურნელებას უნდა აფრქვევდეს, დიდებული და ძვირფასი უნდა იყოს.
ქალწულებს თავშეკავებულ კლასიკურ სურნელს ურჩევენ, რომელიც მის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.
სასწორებს ფანტაზიების, ძალიან განსხვავებული, მაგრამ არა შერეული, სურნელი უხდებათ.
მორიელებს ეგზოტიკური პარფიუმის შეძენა მოუწევთ. სჯობს აღმოსავლურ სუნამოებს მიანიჭონ უპირატესობა.
მშვიდოსნებისთვის უფრო მოსახერხებელია დამაინტრიგებელი, ოდნავ მწკლარტე სურნელი.
თხის რქებმა უნდა შეიძინონ ძვირფასი სუნამოები, რომელთა სუნი დიდგვაროვნებასა და ავტორიტეტს უსვამს ხაზს.
მერწყულებს ორიგინალური, თამამი და ოდნავ გამომწვევი სურნელი სჭირდებათ. მათ უნდა შეიძინონ სუნამო, რომელიც მოდაშია.
თევზებს ასტროლოგები ურჩევენ შეიძინონ ისეთი სუნამო, რომელსაც დილის სიგრილის, სიახლისა და ზღვის სურნელი დაჰკრავს.





































































