ვებგვერდ Crossword-Solver-ის მიხედვით, სოციალურ ქსელებში 3000-ზე მეტი ემოჯი არის ხელმისაწვდომი, თუმცა ჩატარებული კვლევის მიხედვით, “სიხარულის ცრემლიანი სახე” ყველაზე ხშირად გამოყენებული ემოჯია 75 ქვეყანაში.
World Emoji Day-ის ვებსაიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამ წლის ყველაზე პოპულარულ ახალ ემოჯიებში ვარდისფერი გული პირველ ადგილს იკავებს, მეორეზე – კანკალი სახე, მესამე ადგილზე კი ღია ცისფერი გულია.
ცნობისთვის, 17 ივლისს აღინიშნა ემოჯის მსოფლიო დღის 10 წლისთავი. ეს დღე აღნიშნავს ემოჯების გავლენას კომუნიკაციაზე, რომელიც ემოციურ სიღრმეს მატებს ციფრულ საუბრებს მხოლოდ რამდენიმე მარტივი სიმბოლოთი.