მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან.
„ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.