9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს.
ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით:
„საბჭო მსჯელობდა რეგულაციების გამკაცრებაზე და დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე. თუ ამ კვირის დასაწყისში 1900-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი უკვე აღემატება 2800-ს. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. კერძოდ, ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება. ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითან მოსიარულეებზე, ასევე ავტოტრანსპორტზე. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულების და მიტანის სერვისის პერსონალზე“.