რომელ მოქმედ დეპუტატებს დატოვებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის მიღმა – “მთავარ არხს” “ქართული ოცნების” კულუარებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დეპუტატი აღარ იქნება მამუკა მდინარაძე, რომელსაც ივანიშვილი გენპროკურორობას უპირებს, ასევე, ჩანაცვლდებიან დავით მათიკაშვილი, არჩილ თალაკვაძეც, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, ნინო წილოსანი, ელისო ბოლქვაძე და ალუდა ღუდუშაური.
აქვე, ირკვევა, რომ ოლიგარქის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
სად წავლენ “ქართულ ოცნებას” მიღმა დარჩენილი დეპუტატები, ეს ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: მთავარიტვ