საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეს, პირველ მაისს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.
როგორც ცნობილია, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.