დღეიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.
ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება და დაფინანსება გაგრძელდება არსებული მეთოდით შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
მშობიარობა / საკეისრო კვეთა
ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
კომბუსტიოლოგია
თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება.