როგორც ირკვევა, მაღალ სართულზე ცხოვრება არც თუ ისე უსაფრთხოა. ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს რომ მე -7 სართულზე მაღლა ცხოვრება არ ღირს.
მიზეზი დედამიწის მაგნიტურ ველშია, რომელიც სიმაღლესთან ერთად სუსტდება, რითიც ადამიანის იმუნურ, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დატვირთვის რისკს ქმნის.
არსებობს სხვა მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ღირს ცხოვრება მაღალ სართულზე.
ეკოლოგები თვლიან, რომ სიმაღლეზე ჰაერი დიდ ქალაქებში განლაგებული საწარმოების მიერ, ატმოსფეროში გამოყოფილი მავნე ნივთიერებებით არის გაჟღენთილი. ამიტომ 30 მეტრის სიმაღლეზე ტოქსიკური ნაერთების დაგროვებამ შესაძლოა დასაშვებ დონეს გადააჭარბოს.
კიდევ ერთი თავსატეხი, რამაც შესაძლებელია მაღალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნას – ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა.
ექიმების მტკიცებით, მაღალ სართულზე მცხოვრები მობინადრეები ყველაზე ხშირად თავის ტკივილით და დეპრესიით იტანჯებიან.
მაღალი სართულების კიდევ ერთი პრობლემა – ვიბრაციაა, რომელსაც როგორც წესი ტრანსპორტი, სამრეწველო დანადგარები და შენობების საინჟინრო, ტექნოლოგიური მოწყობილობები იწვევს. როგორც წესი, ადამიანები გამუდმებული, თითქმის შეუმჩნეველი ვიბრაციის გამო ყველაზე ხშირად დეპრესიულ მდგომარეობას და შფოთვის აუხსნელ, მტანჯველ გრძნობას უჩივიან.