ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ბასილეთში ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხევი-ერკეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზიდან სასაფლაოს მიმართულებით გზის რეაბილიტაციის (მე-2 ეტაპის სამუშაოები), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბლაციხეში ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზა,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებებლი გზის რეაბილიტაცია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზემოხეთი-საჭამიასერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი),სოფელ ამაღლების ცენტრიდან, ოზურგეთი – ჩოხატაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მიმართულებით, უმოკლესი გზის რეაბილიტაცია,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ახალშენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ექსპერტიზა გავლილი საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის შესყიდვა“,_ წერია საინჟინრო მომსახურებების შესახებ გამოცხადებული ტენდერის ტექსტში.
როგორც გვერდიდან tenders.procurement.gov.ge ირკვევა, მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2025 წლის 29 დეკემბერს გამოცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 230.00 ლარს შეადგენდა. წინადადებების მიღება 2026 წლის 6 იანვარს დაიწყო, 9 იანვარს კი შეწყდა.
ამ დროისთვის ხელშეკრულების მომზადება მიმდინაროებს შპს შემოქმედთან, რომელიც აღნიშნული სამუშაოების შესრულებას მუნიციპალიტეტს 11 500.00 ლარად სთავაზობს.































































