იანვარი, სექტემბერი – გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, თუმცა განსაკუთრებული გრძნობით იმათ მიმართ ხართ განწყობილი, ვისაც თქვენ უყვარხართ.
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. თქვენში შერწყმულია ლამაზი გარეგანი და შინაგანი სამყარო. ხშირად ბრაზდებით. გაბედული და უშიშარი ხართ. სულ ახალ-ახალ მეგობრებს იძენთ.
თქვენი წყენინება ადვილია, თუმცა მალე ივიწყებთ გულისტკენას. მეოცნებე ხართ და ვერ აკონტროლებთ ემოციებს. სპონტანური ხართ და არასოდეს არავინ იცის, რას მოიმოქმედებთ კონკრეტულ სიტუაციაში.
თებერვალი
აბსტრაქტულად აზროვნებთ, თუმცა ცხოვრობთ რეალობაში. ინტელიგენტი და ჭკვიანი ხართ, თუმცა ყოველთვის სხვადასხვანაირი. მიმზიდველი ხართ გარშემომყოფებისთვის და ბევრი კარგი მეგობარი გყავთ. ტემპერამენტული ხართ, თუმცა, ამავე დროს, მშვიდი, მორიდებული და მოკრძალებული.
კეთილსინდისიერსა და ერთგულს გიყვართ თავისუფლება. მყარი ხასიათის წყალობით ხშირად აღწევთ დასახულ მიზანს. როცა გზღუდავენ, მეამბოხე ხდებით. ადვილად ბრაზდებით, თუმცა ამას არ ამჟღავნებთ. არ გიყვართ გამოუსადეგარი ნივთები. შინაგანად რომანტიკული ხართ, თუმცა ამას იშვიათად ამჟღავნებთ. ცრუმორწმუნე და ხანდახან სასაცილოც ხართ.
მარტი
გასაოცარი ადამიანი ხართ, ძალიან მიმზიდველი და სექსუალური, თბილი და ცოტა ჩაკეტილი. რა თქმა უნდა, – კეთილსინდისიერი, გულუხვი და სანდომიანიც. გიყვართ ბევრი ლაპარაკი! საოცარი კოცნა იცით. მაგრამ ხშირად ცხარდებით. ძალიან ჯიუტი ხართ.
გსიამოვნებთ, როცა გამჩნევენ და ყოველთვის წარმატებულ არჩევანს აკეთებთ.
მისდევთ მოდას და ძალიან პოპულარული ხართ გარშემომყოფებში. გამოირჩევით უზადო ინტელექტით და ამავე დროს, ძალიან კეკლუციც ხართ. თუმცა, ხანდახან გრძნობების მოჭარბებისას სასმელს ეძალებით.
აპრილი, ოქტომბერი
საოცარი იუმორის გრძნობით ხართ დაჯილდოებული. გიყვართ ბევრი ლაპარაკი. კეთილი და კონტაქტური ხართ. კარგად ეწყობით ადამიანებს საქმიანი ურთიერთობისას. მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ და გიყვართ ახალ-ახალი ინფორმაციის მოძიება. მისდევთ სპორტს, გიყვართ მუსიკა, დასვენება და განსაკუთრებით – მოგზაურობა.
მაისი
ძალიან სექსუალური ხართ, აქტიური და დინამიკური. გადაწყვეტილებებს ადვილად იღებთ, თუმცა ხშირად ნანობთ, რომ იჩქარეთ. მომხიბვლელი ხართ და ძლიერი მენტალიტეტი გაქვთ. გიყვართ ყურადღება. დიპლომატიური ხართ – ადამიანებს ამშვიდებთ და მათ პრობლემებსაც ხშირად წყვეტთ. გაბედული და უშიშარი ბრძანდებით, ამავე დროს – ემოციური და ჯიუტი. კარგი მეხსიერებით გამოირჩევით.
ივნისი
გიყვართ რაღაც ახლის შეცნობა, თუმცა, ამავე დროს, ჩაკეტილი ბუნებითაც გამოირჩევით. გიჭირთ სხვისი გაგება და თქვენც ცოტა ადამიანი გიგებთ. საკუთარი თავით ამაყობთ – სუფთა ხართ და ტაქტიანი, გონებამახვილი და პოპულარული.
ხშირად ეჭვიანობენ თქვენზე. მარტოობა გიყვართ. გამოგაქვთ წარსულიდან დასკვნები და მომავალს ჭკვიანურად გეგმავთ. არასოდეს ეძებთ მეგობრებს, თუმცა სიყვარულს – გამუდმებით.
ივლისი
ბედნიერებაა თქვენ გვერდით ყოფნა. გიყვართ ახალი მეგობრების შეძენა. ფლირტის გენიოსი ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ცნობილი მსახიობი გახდეთ.
აგვისტო
ექსტრავერტი ხართ და გიყვართ გარისკვა. ყურადღების ცენტრში ყოფნა თქვენთვის უაცილებელია. აკონტროლებთ საკუთარ თავს. გულჩვილი ხართ, თუმცა საკუთარი თავის მყარად გჯერათ. ხმაურიანი ხართ და შურისმაძიებელიც.
გიყვართ ბევრი ლაპარაკი და სიმღერა. არ გიყვართ, როცა ვინმეში ეჭვი გეპარებთ და მაშინვე იშორებთ ადამიანს, რომელსაც არ ენდობით. მდიდარი წარმოსახვის უნარი გაქვთ. მეამბოხე ხდებით, თუკი ვინმემ შეგზღუდავთ. იდუმალი ხართ და მომხიბვლელი გარშემომყოფებისთვის. ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევით და ბოლომდე იბრძვით საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
ნოემბერი
ჯიუტი და დაუნდობელი ხართ, ხშირად გაღიზიანებული. გიყვართ გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობა. მომხიბვლელი ხართ როგორც გარეგნულად, ასევე ფსიქიკურად. არ გჭირდებათ მოტივაცია იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ.
თუმცა მორცხვი ხართ საწინააღმდეგო სქესის წინაშე. მეოცნებეს ხშირად წინასწარმეტყველური უნარი გეუფლებათ ხოლმე. გიყვართ ლიტერატურა და ზოგადად, ხელოვნება. მოგზაურობა თქვენთვის წამალივითაა და საშინლად ითრგუნებით სახლში ყოფნისას. შრომისმოყვარე ხართ.
დეკემბერი
კონკურენტუნარიანი ხართ ყველაფერში, აქტიური აზარტულ თამაშებში და ადამიანებთან ურთიერთობაში. მოუთმენელი და ჩქარი გადაწყვეტილებების მიღებისას, ამბიციური, გავლენიანი.
მარტივად საუბრობთ, მაგრამ რთულად გესმით. გაქვთ უამრავი იდეა, თუმცა მათი განხორციელებისას მოიკოჭლებთ.



































































