კვლევა ფლორიდის, ტორონტოსა და ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს. მასში 1500-მდე სტუდენტი იყო ჩართული. მკვლევარებმა სასიხარულო დასკვნა მიიღეს სექტემბერში დაბადებული ადამიანებისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გენიოსი ყველა თვეს ჰყავს, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ჭკვიანი და წარმატებისკენ მიდრეკილი ადამიანები სექტემბერში იბადებიან.
კვლევის თანახმად ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ სექტემბერში დაბადებულმა ადამიანმა ცხოვრება არასწორი გზით წარმართოს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები არიან უფრო თავდაჯერებულები და მოტივირებულები, მიზანსწრაფულები.
ისინი თავდაპირველად სკოლაში ავლენენ თავიანთ უნიკალურ შესაძლებლობებს, არიან ჭკვიანები, ნიჭიერები და ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვიან.როცა ზრდასრულ ასაკს აღწევენ, იდეალურ ლიდერებად ყალიბდებიან.
კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმართვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევიან მარტსა და აპრილში დაბადებული ადამიანები. მათ აქვთ პრაქტიკული აზროვნების უნარი და შეუძლიათ მარტივი და მაქსიმალურად მომგებიანი გადაწყვეტილებები მიიღონ.
მკვლევარები განმარტავენ, რომ ივნისსა და ივლისში დაბადებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი და მაღალი თანამდებობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნის მიზნით, თუმცა არ არიან პრაგმატულები, უფრო მეტად თეორიული ცოდნა აქვთ და მისი გამოყენება პრაქტიკაში უჭირთ.
ფილოსოფიური აზროვნების უნარით გამორჩეული ადამიანები ნოემბერსა და დეკემბერში იბადებიან. კვლევის თანახმად, ამ პერიოდში იბადებიან ადამიანები ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებებით, რომელთა აზროვნებამაც, შესაძლოა, სამყარო შეცვალოს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭკვიანი და გამორჩეულად წარმატებული ადამიანები ყველაზე ხშირად სექტემბერში იბადებიან. მკვლევარები გვთავაზობენ პოპულარული, წარმატებული და ჭკვიანი ადამიანების ჩამონათვალსაც, რომლებიც ამ თვეში დაიბადნენ. მათ შორის არიან: აგატა კრისტი, ლორენ ბიკოლი. გრეტა გარბო, ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი მაიკლ ფარადეი, სელმა ჰაიეკი, ჩარლი შინი, ბიონსე, კოლინ ფერტი, ჯეისონ სტეტჰემი, სოფი ლორენი, უილ სმიტი, გვინეტ პელტროუ, მონიკა ბელუჩი,მწერალი რიჩარდ რაიტი, ლევ ტოლსტოი, ო’ჰენრი, უილიამ გოლდინგი, სტივენ კინგი, უილიამ ფოლკნერი, ტომას სტერნზ ელიოტი, მიგელ დე სერვანტესი, ტრუმან კაპოტე და სხვები.