კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ივლისში ოთხი ვაქცინის შემოტანას ელოდებიან.
“საუბრები არის ოთხი ვაქცინის შემოტანაზე, ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოვაკი და სინოფარმი. ამას მოგვიანებით დაემატება ჯონსონ-ჯონსონი, შედარებით 130 000 დოზაზე არის საუბარი და ასევე შემოვა კონოვაქსი, ეს არის ახალი ვაქცინა, ამერიკული. რადგან უკვე გარანტირებულია მაღალი დოზის ვაქცინების შემოტანა ამიტომ რეგიონებში დავიწყეთ სიარული.“ _ აღნიშნა საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელიც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს. „საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სტიმულები მივცეთ სამედიცინო დაწესებულებებს. დღესაც და გუშინაც, აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, – თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ.