მორიელი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი საკმაოდ მკაცრი და ეჭვიანია. მასთან საუბარში საერთო აზრამდე მისვლა გაგიჭირდებათ, რადგან ჩვეულებრივ მორიელი საკუთარი თავის გარდა არავის უსმენს.
მორიელს მწარე ენა აქვს, სარკასტულია. ამის გამო ნაზი და მგრძნობიარე კირჩხიბის და კუროს გრძნობებს ვნებს. ჩხუბის შემდეგ ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები მორიელთან ურთიერთობას წყვეტენ.
მერწყული
მერწყული ხშირად მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდება. სწორედ ამიტომ, მასთან საუბარი ტანჯვად იქცევა. აუტანელი თანამოსაუბრე, რომელიც სიტყვას ყოველთვის გაწყვეტინებთ!
თუმცა იმდენად საინტერესო და ორიგინალური, მახვილგონიერი და მარჯვეა, რომ აუტანელ ურთიერთობაზე თვალის დახუჭვას გაიძულებთ.
ვერძი
ვერძი ძალიან ენერგიული და აქტიურია. ასევე ჯიუტი! არსებობს მხოლოდ მისი მოსაზრება და სხვისი, მასთან მოლაპარაკება გაგიჭირდებათ. თუ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, გადარწმუნებას ვეღარ შეძლებთ.
ვერძი ცდილობს, ყველასთან ურთიერთობაში გულწრფელი იყოს. როცა მიზნის მიღწევას არ ცდილობს, ნეგატიური ფიქრები ადვილად იპყრობს. აქედან დეპრესიამდე შორი არაა!
ავტორი