ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის მარტში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 112 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 23 %-ით მეტია; იანვარ-თებერვალში – 290 მილიონი დოლარი, რაც 2016 წელთან შედარებით 19 %-ით მეტია.
გზავნილების უმთავრესი წყარო უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეები არიან.
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები:
რუსეთი – 95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით – 21 %
აშშ – 31.4, 17 %
საბერძნეთი – 30.9, 13 %
იტალია – 30.6, 8 %
თურქეთი – 23, 28 %
ისრაელი – 22.5, 49 %
ესპანეთი – 7.2, 5 %
გერმანია – 7, 1 %
უკრაინა – 5.6, 21 %
აზერბაიჯანი – 3.7, 32 %