კირჩხიბი – როგორი მკაცრი და მამაკაცურიც არ უნდა ჩანდეს, ქალურ ელემენტებს მაინც დიდი რაოდენობით შეიცავს. გულჩვილი, ფრთხილი და ემოციურია, წყინს ისეთი რაღაცეები, რაც სხვა მამაკაცებს ნერვსაც არ აუტოკებს.
ამის გამო მისთვის ქალის ბუნებაში “ჩაწვდომა” საკმაოდ ადვილი საქმეა. მას ესმის, როგორ მუშაობს ქალური გონება, ერკვევა მათ ხრიკებში და ითავისებს ყველაფერს, რასაც ისინი გრძნობენ.