საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ.
“გურია ნიუსმა“ გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.
თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა–გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე არიან სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე, ანა კალანდაძე– სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები; ანტონ სიხარულიძე სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის მოსწავლე.
ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ.
ამავე თემაზე: https://gurianews.com/article/21-s-kvevit/likhauris-sajaro-skolis-otkhi-mostsavle-inpormatikis-olimpiadis-pinalshia