მსოფლიო ჩემპიონატში ფეხბურთში დიდი გამოხმაურება მოყვა ხორვატიის ნაკრების ფორმას, რომელიც საქართველოშია შეკერილი. ფეხბურთის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში დადებითად გამოეხმაურა.
ხორვატიის საფეხბურთო ფორმა “აჭარა ტექსტილის” სამრეწველო ფაბრიკაში შეიკერა. ფაბრიკა სამ ადგილას ბათუმში, ქობულეთში და ფოთში არის გახსნილი.
“ჩვენს ფაბრიკაში არაერთი ნაკრების ფორმები იკერება. მაგალითად, შვეიცარიის, იტალიის, ხორვატიის და ა.შ. _ გვითხრა “აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა მენეჯერმა გია ლომინაძემ.